არგენტინის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ურჩიეს

AutoSharing Option
news.in-24.com-ი "მარსელის" სატრანსფერო გეგმებზე წერს და აღნიშნავს, რომ კლუბს ფლორენ ტოვენის წასვლის შემდეგ მისი შემცვლელის ყიდვა ესაჭიროება.

გამოცემა გუნდის მთავარ მწვრთნელ ხორხე სამპაოლის ურჩევს, რომ ტოვენი ყაზანის "რუბინის" შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი ჩაანაცვლონ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველი საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია, არაჩვეულებრივი დრიბლინგი აქვს და გუნდიდან წასულ ტოვენსაც კარგად ჩაანაცვლებდა.

მოგეხსენებათ, "მარსელს" ამჟამად სათავეში არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი უდგას და მას არაერთ ვარსკვლავთან უმუშავია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ალმეიდამ ყაზაიშვილი რა დღეში ჩააგდო და ეხლა კიდევ არგენტინელთან?
sddd
14:26 08-06-2021
6
საგა, გრძელდებაააა!
1

სიახლეები პოპულარული