mundo deportivo: მამარდაშვილის გამო "ვალენსია" სასწრაფოდ რომელიმე მეკარემ უნდა დატოვოს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" 20 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" ტრანსფერს გამოეხმაურა:

"თბილისის "დინამოდან" იჯარით გადმოსულ მეკარეს უთხრეს, რომ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს, თუმცა პირველ გუნდში მესამე გოლკიპერი იქნება, რათა შეაფასონ, ღირს თუ არა მისი შეძენა. ახლა ასე მოჩანს, რომ ის დარჩება.

ასე რომ, "ვალენსიას" ზედმეტი მეკარე ჰყავს და ზაფხულში ერთ-ერთს უნდა დაემშვიდობოს.

იესპერ სილესენი ორ ურთიერთგამომრიცხავ სიაში პირველია: წასასვლელთა და მწვრთნელ ხოსე ბორდალასის დამოკიდებულების მიხედვით. ორივე ერთად შეუთავსებელია, ეს ცხადია. მისი შესაძლო წასვლის წინაპირობა ისაა, რომ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია,
თუმცა საეჭვოა, მისი გაყიდვით კლუბმა დიდი თანხა მიიღოს. შექმნილი სიტუაცია და ბორდალასის სურვილი იმის მომასწავებელია, რომ ნიდერლანდელს საუკეთესო პერსპექტივით დაიტოვებენ.

გამოდის, ხაუმე დომენეკიდან ან კრისტიან რივეროდან რომელიმემ უნდა დატოვოს "ღამურები". ამ უკანასკნელს კონტრაქტი ახლახან ორი სეზონით გაუგრძელეს და მხოლოდ იჯარით შეიძლება გაუშვან.

ყველაზე რთული ვითარებაა კლუბის აღზრდილ დომენეკთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი კაპიტანია, მაგრამ მალე 31 წლის გახდება და შესაძლოა, სხვაგან გადაბარგება ისურვოს, სადაც მეტი სათამაშო დრო მიეცემა. მით უმეტეს, თუ დაინახა, რომ კლუბის გეგმებში არ შედის".

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაია ლა ლიგა , მაგრამ ვალენსია იდეალური ვარიანტი არ მგონია.. სილესენის ამოგდება და სკამზე დასმა არ აწყობთ არანაირად... ჯერ ფასი შეუმცირდება და თან ამხელა ხელფასი ტყუილად უნდა უხადონ.. ჯობდა მაკარიძესავით სეგუნდას რომელიმე გუნდში მოეკიდებინა ფეხი.. დაფრინავს მამარდა და ამის უთამაშებლობა კატასტროფა იქნება
ქართველი
14:20 09-06-2021
0
Davigupet. Exla am ambavs moyveba ajiotaji. Arada jer araferia garkveuli. Magram ukve ziritadshia. Am bichs carmatebebs vusurveb.
Milani
18:57 09-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული