გრიგალავას სატრანსფერო ვარიანტები ყაზახეთიდან და რუსეთიდან - ევროტურნირზე ასპარეზობის შანსი

AutoSharing Option
როგორც რუსული sport24-ი იუწყება, 31 წლის გია გრიგალავას ტრანსფერით ყაზახური "ასტანა" და რამდენიმე რუსული კლუბია დაინტერესებული.

ქართველი მცველი ტულის "არსენალში" 2017 წლიდან ასპარეზობდა, გასული სეზონის შემდეგ კი კონტრაქტი ამოეწურა. პრემიერლიგის 2020-21 წლების გათამაშებაში მან 21 შეხვედრა გამართა. ჩემპიონატის ბოლოს გრიგალავა სამი მატჩით იყო დისკვალიფიცირებული.

"ასტანა" 14 ტურის შემდეგ ყაზახეთის ჩემპიონატს ლიდერობს, გასულ სეზონში კი მესამე ადგილი დაიკავა და ახლად შექმნილ კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

მცველს 2007 წლიდან არაერთ რუსულ კლუბში ("როსტოვი", "ნიჟნი ნოვგოროდი", "მოსკოვი"
და "კრილია") უასპარეზია, ორი სეზონის განმავლობაში კი კვიპროსულ "პაფოსსა" და "ახნასში" გამოდიოდა.

გრიგალავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი აქვს გამართული.

altყოფილ საბჭოეთში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ქართველები არიან - გია გრიგალავა

altგია გრიგალავა "არსენალს" დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრების ბოლო ორმა თამაშმა ნათლად დაგვანახა, რომ გიაზე სტაბილური და გამოცდილი მცველი არ გყავს!
თამადის მოადგილე
17:23 09-06-2021
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული