anorthosis24 წერს:
"ქართველი ფეხბურთელი ის კანდიდატურაა, რომელიც მწვრთნელს ნახევარმცველის საკვანძო პოზიციისთვის მოსწონს. ის კონტაქტები, რომლებიც მოთამაშესა და კლუბს შორის არსებობს, ხელშეკრულების გაფორმების კარგ საფუძველს ქმნის და არაა გამორიცხული, რომ შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიაღწიონ.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანიამ "ანორთოსისში" 2014/15 წლების სეზონსა და 2015/16-ის პირველ ნახევარში იასპარეზა. ამის შემდეგ ის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბებსა და ნიდერლანდურ "ტვენტეში" გამოდიოდა.
26 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "კარტახენას" მაისურით 13 მატჩში 1
პარალელურად, ესპანური murciaplaza წერს, რომ "კარტახენა" ყველანაირად ცდილობს, გიორგი აბურჯანია ახალ ხელშეკრულებაზე დაითანხმოს.
anorthosis24 ასევე ამტკიცებს, რომ "ანორთოსისმა" შესაძლოა, გიორგი ქინქლაძესთან თანამშრომლობა ისევ განიხილოს და ყოფილ ფეხბურთელს სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზოს.
აბურჯანიამ მაკარიძე ლა ლიგის გზაზე შეაფერხა [VIDEO]
გამარჯვება კატალონიაში - აბურჯანია "კარტახენასთვის" წარმატების მომტანი გამოდგა