კვიპროსში ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ითამაშებს

AutoSharing Option
როგორც კვიპროსული protathlima წერს, "თელავის" 20 წლის ფორვარდი რევაზ ინჯგია კვიპროსულ "აპოლონში" ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი transfermarkt-ზეც ლიმასოლური კლუბის წევრადაა აღნიშნული.

კვიპროსული გამოცემა აღნიშნავს, რომ ინჯგიას, ისევე, როგორც გასულ სეზონში "აპოლონის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს (რომლის საკლუბო მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია), საერთო საფეხბურთო აგენტი (ლევან ზუხბაია) ჰყავთ.

რევაზ ინჯგია თბილისის "ლოკომოტივიდან" "თელავში" ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა და 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას სერბულ "რადნიჩკშიც" უთამაშია.

"აპოლონმა" კვიპროსის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაში ითამაშებს.


altბოჟოვიჩი: რევაზ

ინჯგია საინტერესო ფეხბურთელია - კიდევ დავაკვირდებით

altეროვნული ლიგა. XXVI ტური: ინჯგიას პასი და დავითაშვილის გოლი! - "ლოკომოტივმა" ბოლო წუთებზე მოიგო

altრევაზ ინჯგია სინჯებზე "კრილია სოვეტოვშია"



მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები
luka
10:25 11-06-2021
0
კარგია,ვულოცავ,მაგრამ თელავი სულ მიყიდ მოყიდეს და ეტყობა, ლიგიდან გავარდება.შარშან კარგი,მებრძოლი გუნდი იყო და ცოდვაა.
სოსო
12:35 10-06-2021
0

სიახლეები პოპულარული