გამოცემა წერს, რომ "ლიდსის" ინტერესებში ფრანგული "ბრესტის" 23 წლის მარცხენა მცველი რომან პერუდი და "რუბინის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია არიან.
კროსს ერთ-ერთ შეკითხვას სწორედ მარცხენა ფლანგზე გუნდის გაძლიერების აუცილებლობაზე უსვამენ. "ლიდსის" წარმომადგენელი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ უახლოეს სამ კვირაში კლუბი რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს.
ხვიჩა კვარაცხელიას არაერთ კლუბს უკავშირებენ. თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ პრემიერლიგის "ლიდსი" მისი ტრანსფერით აქტიურადაა დაინტერესებული.
კვარაცხელია საყვარელ ჩემპიონატსა და მწვრთნელზე საუბრობს - "ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის"