იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერით, ხვიჩა კვარაცხელიათი, უამრავი გუნდი ინტერესდება. გასულ პერიოდში წერდნენ "მილანის", "იუვენტუსის", "ბაიერნის", "სევილიისა" და სხვა ევროპული გრანდების დაინტერესებაზე, თუმცა ბოლო პერიოდია ქართველს ყველაზე ხშირად პრემიერლიგის ორ გუნდს, "ევერტონსა" და "ლიდსს" უკავშირებენ.

Sportitalia-ს ჟურნალისტი რუდი გალეტი ხვიჩასთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდს გვთავაზობს.

"ლიდს იუნაიტედსა" და "ევერტონს" შორის ხვიჩა კვარაცხელიასთვის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული. როგორც ცნობილია, ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი რუსეთის პრემიერლიგაში აღარ დარჩება. ის 2001-წლიანია, კონტრაქტს კი, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გაუფორმებენ. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 20/25
მილიონი ევრო იქნება.

ხვიჩამ 2020/21 წლების სეზონში თავი 4 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Chemma mezobelma giam fexburtelis shesaxeb sakutari azri daafiqsira. Is tvlis rom mxolod top gundshi unda gadavides, lidsi da evertoni arao ese tqva.
Milani
19:01 15-06-2021
0
აცადეთ ვარჯიში ხვიჩას!!! არ არის საჭირო ამდენი კომენტარები და ჭორაობა. მისი ოჯახი თვითონ მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას...
tngh
15:59 15-06-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული