იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერით, ხვიჩა კვარაცხელიათი, უამრავი გუნდი ინტერესდება. გასულ პერიოდში წერდნენ "მილანის", "იუვენტუსის", "ბაიერნის", "სევილიისა" და სხვა ევროპული გრანდების დაინტერესებაზე, თუმცა ბოლო პერიოდია ქართველს ყველაზე ხშირად პრემიერლიგის ორ გუნდს, "ევერტონსა" და "ლიდსს" უკავშირებენ.

Sportitalia-ს ჟურნალისტი რუდი გალეტი ხვიჩასთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდს გვთავაზობს.

"ლიდს იუნაიტედსა" და "ევერტონს" შორის ხვიჩა კვარაცხელიასთვის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული. როგორც ცნობილია, ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი რუსეთის პრემიერლიგაში აღარ დარჩება. ის 2001-წლიანია, კონტრაქტს კი, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გაუფორმებენ. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 20/25
მილიონი ევრო იქნება.

ხვიჩამ 2020/21 წლების სეზონში თავი 4 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Chemma mezobelma giam fexburtelis shesaxeb sakutari azri daafiqsira. Is tvlis rom mxolod top gundshi unda gadavides, lidsi da evertoni arao ese tqva.
Milani
15 ივნისი 2021 19:01
0
))))ბრავო!
Solo
16 ივნისი 2021 10:27
0
აცადეთ ვარჯიში ხვიჩას!!! არ არის საჭირო ამდენი კომენტარები და ჭორაობა. მისი ოჯახი თვითონ მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას...
tngh
15 ივნისი 2021 15:59
3
სამწუხაროდ ისე ჩანს რუბინი ხვიჩათი დიდ ვაჭრობას აპირებს, ალბათ ისეთ ფასს დაადებს, რომ მის ყიდვას თითქმის ყველა მოერიდება. ისინი ფიქრობენ ან უმაღლესი, მაქსიმალურად დიდი მოგება ან ხვიჩა ითამაშებს მათთან ჩემპიონთა ლიგაზე.
გიზოგ
15 ივნისი 2021 15:07
3
რა უნდა რუბინს ჩემპიონთა ლიგაზე
irakli
15 ივნისი 2021 15:24
1
აღარ ვიცით უკვე, ვის დავუჯეროოოოოთ. ხვიჩას ფანები ვართ გაურკვევლობაშიიიიიი.
fani
15 ივნისი 2021 13:26
1
ერთი თხოვნა მაქვს: თუ ვინმემ იცით იქნებ დაწეროთ ფეხბურთელები,რომლებიც ჯუღელმა ევროპაში გაყიდა?
ზურა
15 ივნისი 2021 13:24
3
სატრანსფერო ბაზარი უკვე გახსნილია. ხვიჩაზე მოლაპარაკებები თვეების მანძილზე მიდიოდა და შეთანხმება მიღწეული რო ყოფილიყო, 9 ივნისს (ფანჯრის გახსნის დღე) უკვე ახალ გუნდში გადავიდოდა. ამდენი ხანი თუ ვერ შეთანხმდნენ მხარეები, ახლა უკვე ძალიან მეეჭვება ეგ მოხდეს, თან ყველას ყურადღება სანაკრებო თამაშებზეა გადატანილი
ლადო
15 ივნისი 2021 13:15
4
იმდენს ურევთ უკვე ყველა რომ კვარაცხელია აღმოჩნდება ზენიტში ან დარჩება რუბინში და არსად გრანდში არ გადავა.
mesi
15 ივნისი 2021 11:06
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული