"ჯვაროსანთა" კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის გუნდში გადავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავის "სლოვანში" გააგრძელებენ კარიერას, რომლის მწვრთნელი ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია.

კანკავა ბოლოს ფრანგულ "ვალანსიენში", ხოლო კაშია თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. კლუბმა მათ კონტრაქტები გაუფორმა და ოფიციალურად წარადგინა.

ვაისმა განაცხადა, რომ კანკავასა და კაშიას დიდი გამოცდილება აქვთ, ბოლომდე ენდობა, ეს სჭირდებათ და ამიტომაც დაიმატეს.

ქართველმა ფეხბურთელებმა ახალ გუნდში გადასვლის გამო კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში უნდა დაეხმარონ.

"სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიის
"შემროკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმატებები ორ უძლიერეს ქართველ ფეხბურთელს და ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებს.ჯაბა და გურამ გფარავდეთ უფლის მადლი და ძალა
kote
13:44 18-06-2021
1
ახლა ვაისი ლოცეთ ქეცბაიასავეთ,ქართულ საქმეს აკეთებსო,თურმენახევარ ფასში ათამაშებდა კვიპროსში ბიჭებს. ამოისუნთქეს,სხვა გუნდში ორმაგ ხელფასზე ხვეწნა დაუწყეს ჩვენებს კვიპტოსში! ვაისმაც იცის ასეთ ბრძოლისუნარიან,თავდადებულ ფეხბურთელებს კაპიკებში ვინ მისცემს!
ზურა
13:04 18-06-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული