ორი ქართველი უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებში

AutoSharing Option
როგორც უზბეკური გამოცემა Gazeta Birja წერს, უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვადიმ აბრამოვს მალე გაათავისუფლებენ, ხოლო მის შემცვლელად ორი ქართველი განიხილება.

პრიორიტეტული ვარიანტი ტიმურ კაპაძე (ქართულად თემურ კოპაძე) გახლავთ, რომელიც უზბეკეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და "ოლიმპიკის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ. გამოცემა წერს, რომ უზბეკეთში გადასახლებული ქართველის შვილი, ახალგაზრდული ასაკის (39 წლის) მიუხედავად, გუნდს ძალიან ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს ათამაშებს.

ხოლო მეორე ვარიანტად კი ყველასთვის კარგად ნაცნობ შოთა არველაძეს განიხილავენ. შოთამ უზბეკეთში ძალიან მაგარი გუნდი შექმნა "ფახთაქორის" სახით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, არველაძეს
უზბეკეთში დაბრუნების სურვილი ჰქონდეს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თემურ კაპაძე არის თურქი-მესხი
Kutaisski
19:40 19-06-2021
1
ისე მაგრად გაბანძდნენ ძმები ევროპაში მივდივართო ასეო ისეო, კაით რა ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე რა, როდის იყო პახტაკორში მიღწეული შედეგი ევროპაში ფასობდა, თურქეთში კი ხელშესახებს ვერაფერს მიაღწია.
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული