ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, იური გეურკინთან ერთად თბილისში ვარჯიშის შემდეგ ბელგიაში დაბრუნდა და თავისი გუნდის პირველ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
hln.be-ს ცნობით, "გენტმა" სტუმრად სამოყვარულო "დიკელვენე" 3:2 დაამარცხა. ამ სპარინგის შესახებ ინფორმაციას ყველა წამყვანი ბელგიური სპორტული გამოცემა ავრცელებს და აღნიშნვენ, რომ "გენტის" ყველა გულშემატკივარი ვერ გაემგზავრა თავისი გუნდის მხარდასაჭერად, რამეთუ სტადიონი 500 მაყურებელს იტევს და მხოლოდ 400-ს დართეს დასწრების უფლება.
ქომაგებს ძალიან აინტერესებდათ როგორ ითამაშებდნენ ტრავმამორჩენილი ჩაკვეტაძე და "ზულტე-ვარეგემიდან" გადასული 29 წლის თავდამსხმელი ჯანი ბრუნო, რომელმაც გასულ
სეზონში ჩემპიონატზე 20 გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში "გენტი" მოედანზე განახლებული შემადგენლობით გავიდა და შეცვლაზე შესულმა გიორგიმაც ბოლომდე ითამაშა.
22 ივნისს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გენტი" ნორვეგიის "ვოლერენგას" უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 29 ივნისს გაიმართება.