სლუცკიმ ხვიჩას მდგომარეობა განმარტა

AutoSharing Option
"რუბინმა" წინასასეზონო მზადების პირველ ამხანაგურ მატჩში რუსეთის პრემიერლიგაში გადასულ "ნიჟნი ნოვგოროდს" ყაზანში, "აკ ბარს არენაზე" დახურულ რეჟიმში უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დუბლი მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა 19 წლის თავდამსხმელმა კირილ კოსარევმა 7 წუთში შეასრულა. მასპინძელთა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ იყო და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს.

ნამატჩევს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტთან მატჩი მოკლედ მიმოიხილა და ახსნა, თუ რატომ დაასვენა კვარაცხელია:

"რატომ დავიწყეთ თამაში 11:30 საათზე? მეტოქე უნდა გაფრენილ
იყო და ეს ამით იყო გამოწვეული. ისე, უფრო კომფორტული შეხვედრის 22:00 საათზე დაწყება იქნებოდა. შემდეგ მატჩს ეკატერინბურგში 15:00 საათზე დავიწყებთ.

ხვიჩა, ინ ბომი, ურემოვიჩი, ბეგიჩი, ბაკაევი და მაკაროვი ხვალ საერთო ჯგუფთან იმუშავებენ. მათ დაღლილობითი მინი-დაზიანებები აქვთ. ისინი ყველანი 27 ივნისის მატჩისთვის მოემზადებიან. დიდი აუცილებლობა რომ ყოფილიყო, დღესაც შეეძლოთ მოედანზე გასვლა. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მათთვის სეზონის დასაწყისი უფრო თანმიმდევრობითი უნდა იყოს.

დასკვნები დღევანდელი მატჩის მიხედვით? მე უფრო ინდივიდუალური ხასიათის დასკვნებს ვაკეთებ, რადგან რომ ავიღოთ თუნდაც პირველი ტაიმის შემადგენლობა, ძნელად წარმოვიდგენ, რომ ჩვენ ოდესღაც მოედანზე ერთდროულად ურემოვიჩის, ბეგიჩის, კვარაცხელიას, მაკაროვისა და ბაკაევის გარეშე გავალთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული