მხიარული სახეები "გენტში" - ჩაკვეტაძე ბრუნდება და ძველებურად უნდა ათამაშდეს [PHOTO]

AutoSharing Option
ბელგიური "გენტი" კლუბის ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთელთა მზადების ამსახველ ფოტოებს, წარწერით - "ბედნიერი სახეები" აქვეყნებს. კადრში ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძეცაა და ისიც გაღიმებული, კარგ ხასიათზე იმყოფება.

Sportall.Ge


როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის ხანგრძლივი ტრავმა წარსულს ჩაბარდა და უკვე ძველებურ ჩაკვეტაძეს ველით - ლიდერს, რომელმაც ერთა ლიგის ჯგუფის მოგებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა!

რაც შეეხება "გენტის" უახლოეს გეგმებს - ჩაკვეტაძის კლუბი 9 ივლისს როტერდამის "სპარტას" ამხანაგურად გაეჯიბრება, 22 ივლისს კონფერენს ლიგის პირველ შეხვედრაში ნორვეგიულ "ვალერენგას" უმასპინძლებს, ხოლო ბელგიის ჟიუპერლიგის ახალი სეზონის სასტარტო
მატჩს 25 ივლისს, სტუმრად "სტ. ტრუიდენთან" გამართავს.

altჩაკვეტაძემ "გენტში" ითამაშა და ევროტურნირის მატჩისთვის ემზადება


მკითხველის კომენტარები / 8 /
მთელი ერი გელოდება, ღმერთმა დაგლოცოს გიორგი!
T.q
25 ივნისი 2021 14:47
1
პიროვნულადაც ისეთი კარგი ადამიანი ჩანს გიორგი რომ მარტო ამის გამო უგულშემატკივრებ რომ ყველაფერი ცუდი ამ ეპიზოდით უკან მოიტოვოს ერთხელ და სამუდამოდ.
გიორგი
25 ივნისი 2021 14:58
1
წარმატებები, გიორგი! გაახარე ქართველი! ძალიან, ძალიან მოგვენატრე!
alexandre
25 ივნისი 2021 13:14
0
უხ შემოგევლე! მაგარია !
dimo
25 ივნისი 2021 13:10
0
ჩაკვეეე! ჩვენო იმედოოოო! მიდი, არ დანებდე!!!
25 ივნისი 2021 13:38
0
მიდი ჩაკვე სექტემბერში ესპანეთან შენ კიტემ და კვარამ ცეცხლი უნდა დაანთოთ მოედანზე იქმებ მერე ყურები გამოიბერტყოს პერესმა ვიღაც ბავშვებს რომ ყიდულობს ბრაზილიაში კარში დარტყმაც როარ იციან...
რომა
26 ივნისი 2021 01:05
0
ეს კაცი სანამდე უნდა იყოს მაგ ჭ კლასის გუნდში?
ხვიჩა
26 ივნისი 2021 09:40
1
გიო დიდი ხანია გელით, შენი გვეიმედება. მალე ფრმაში მენახე. ფორმაში მყოფი ჩაკვე, კვარა და კიტე მინდა ნაკრებში.
G.LA
26 ივნისი 2021 18:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული