"ნამდვილად 35 წლისაა?" - "სლოვანის" ფანები კანკავათი და კაშიათი აღფრთოვანებული არიან

AutoSharing Option
ბრატისლავის "სლოვანმა" გუნდში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას მისვლის შემდეგ მეორე ამხანაგური მატჩი რუსეთის პრემიერლიგაში დაწინაურებულ, თუმცა იქ თამაშის უფლების ვერმომპოვებელ (ლიცენზია არ მისცეს) "ორენბურგთან" 1:0 მოიგო და გუნდის გულშემატკივრები ქართველების, განსაკუთრებით, ჩვენი ნაკრების კაპიტნის თამაშით აღფრთოვანებული დარჩნენ...

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან, რომელთაც ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა...

"მეორე ტაიმში, კანკავას მოედანზე შემოსვლის შემდეგ, ძალიან მაინტერესებდა, ეს ფეხბურთელი როგორ ითამაშებდა. ჩემი აზრით, ბრწყინვალედ ითამაშა. ზევით-ქვევით გამუდმებით დარბოდა, დაცვაში ორთაბრძოლების უმრავლესობა მოიგო... მოკლედ, მასზე ძალიან კარგი დამოკიდებულება შემექმნა.

"ეს კაცი ნამდვილად
35 წლისაა?! თუ ეგრეა, კანკავამ გვიჩვენა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და საუკეთესო 6 ნომერი გვყავს. მისი უსასყიდლოდ აყ
ვანა ქურდობას ჰგავს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან კარგია."

"კანკავა დაუჯერებლად მაგარი ფეხბურთელია..."

"ქართველები გუნდისთვის ტოპ გაძლიერებაა. ორივე სწრაფად ჩაჯდა შემადგენლობაში, რაც წინა წლების ტრანსფერებთან შედარებით პოზიტიური სიურპრიზია."

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა დინამოს ხელმძღვანელობა თუ წაიკითხავს ამ სტატიას და ვინ ვართო რას გაიფიქრებენ? არა თქმით არ იტყვიან)))
დჭ
16:50 25-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული