ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა გაგნიძე კარიერას მოსკოვის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პერსპექტიული 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" გადასვლასთან ახლოსაა, - Goal.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას championat.com ადასტურებს.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი ამჟამად რომში იმყოფება, სადაც ტრანსფერის წინ მედშემოწმებას გაივლის.

მოსკოვის "დინამო" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ფეხბურთელს ზამთრამდე იჯარის წესით თბილისის "დინამოში" დატოვებს.

გასულ სეზონში გაგნიძემ ეროვნული ლიგის 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი სატრანსფერო ღირებულება 700 ათასი ევროა.