ლუკა გაგნიძე კარიერას მოსკოვის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პერსპექტიული 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" გადასვლასთან ახლოსაა, - Goal.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას championat.com ადასტურებს.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი ამჟამად რომში იმყოფება, სადაც ტრანსფერის წინ მედშემოწმებას გაივლის.

მოსკოვის "დინამო" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ფეხბურთელს ზამთრამდე იჯარის წესით თბილისის "დინამოში" დატოვებს.

გასულ სეზონში გაგნიძემ ეროვნული ლიგის 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი სატრანსფერო ღირებულება 700 ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არენდით უკან ბრუნდება დინამოში ზამთრის ფანჯრის გახსნამდე
L.J.
11:48 26-06-2021
1
სირცხვილია დინამოს მიდგომა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, დღეს დინაოში მოხვედრა მარტივია და ვფიქრობ ვინც ხვდება დინამოში ის იგდებს ქართული ფეხბურთის ფლანგმანს, ხომ შეიძლება ჯერ ჩამოყალიბდეს აქ ითამაშოს ევროტურნირებზე და მერე ყიდო ეს ფეხბურთელები უფრო მეტ ფასად, ჯერ საქართველოში არ დაუმტკიცებია და გაუშვებენ მოსკოვის დუბლებში, სირცხვილია ფიფია რასაც უკეთებ დინამოს, რა გახდა ერთი გუნდის დაყენება, უკრაინაში 2 ყავთ,რუსეთში რამოდენიმე და საქართველოში როცა სამი იყო დღეს არცერთია ის პროფესიული გუნდი რავ ადრე იყო, დღევანდელი დინამო მოყვარული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ზუკა
01:20 26-06-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული