თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველ ლუკა გაგნიძის მოსკოვის "დინამოში" გადასვლას გადაწყვეტილად მიიჩნევს რუსული მედია.
"ჩემპიონატის" შემდეგ ეს "Eurostavka"-მ დაადასტურა და მკითხველს აცნობა, რომ ფეხბურთელი მედშემოწმებას გადის, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო ტრანსფერს აგენტი ვალერი ოგანესიანი აგვარებს.
"სპორტ-ექსპრესი" კი წერს, რომ გაგნიძე პოსტსაბჭოთა სივრცეში თავის ასაკში (დაბ. 2003 წელს) ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მოსკოვის "დინამომ" შეიძლება იჯარით პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაუშვას.
Transfermarkt-
ის მიხედვით გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება 700 ათასი ევროა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, ის მოსკოვის "დინამომ" ზამთრამდე იჯარის წესით თბილისის "დინამოში" დატოვოს.