sport-express: გაგნიძის სახით მოსკოვის "დინამომ" პოსტსაბჭოთა სივრცის ტალანტი ჩაიგდო ხელში

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველ ლუკა გაგნიძის მოსკოვის "დინამოში" გადასვლას გადაწყვეტილად მიიჩნევს რუსული მედია.

"ჩემპიონატის" შემდეგ ეს "Eurostavka"-მ დაადასტურა და მკითხველს აცნობა, რომ ფეხბურთელი მედშემოწმებას გადის, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო ტრანსფერს აგენტი ვალერი ოგანესიანი აგვარებს.

"სპორტ-ექსპრესი" კი წერს, რომ გაგნიძე პოსტსაბჭოთა სივრცეში თავის ასაკში (დაბ. 2003 წელს) ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მოსკოვის "დინამომ" შეიძლება იჯარით პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაუშვას.

Transfermarkt-
ის მიხედვით გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება 700 ათასი ევროა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, ის მოსკოვის "დინამომ" ზამთრამდე იჯარის წესით თბილისის "დინამოში" დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
დინამო რომ უშვებს ახალგაზრდებს კარგია ჩემი აზრით. შედეგიც არის ნახეთ ნაკრებში რამდენი დინამოელია, რომელებიც ახალგაზრდულ ასაკში წავიდნენ ჩვენი ჩემპიონატიდან. ნაკრების 80% დინამოელებითაა დაკომპლექტებული. მე ვთვლი რო მადლიერები უნდა ვიყოთ პირიქით. თორემ მეც არ მინდა რო წავიდნენ და ითამაშონ ჩვენთან.
მადლიერი
19:48 26-06-2021
14
ეხლა მაინც ნუ გაყიდით ამ შესარჩევების წინ. 1 წელი მაინც როგორ ვერ უნდა შეინარჩუნოთ მოუმატეთ ხელფასი მომავალ წელს 2 ჯელ მეტი ეღირება და იქნებ ერთიორი ეტაპიც როგორმე გავიაროთ ამ ჩემპიონთა ლიგაზე თორემ ჩამოვედით აანმარინოს და ლიხტენშტეინის დონეზე
იაგო
18:09 26-06-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული