ლა ლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივის" გარემარბი გადადის - "ის ხვიჩას არაფრით ჩამოუვარდება"

AutoSharing Option
ესპანური "ვილიარეალი" ახლოსაა მოსკოვის "ლოკომოტივის" 20 წლის გარემარბ ნიკიტა იოსიფოვის შეძენასთან. ამის შესახებ რუსულ პრესაში წერენ.

"რკინიგზელთა" აკადემიის ყოფილ დირექტორ ვლადიმერ კუზმიჩევის აზრით, "ვილიარეალის" პოტენციური ახალწვეული ახალგაზრდულ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას არ ჩამოუვარდებოდა და რაღაცებში აღემატებოდა კიდეც. "მას უფრო კარგი დრიბლინგი და მეტი სიჩქარე აქვს. "ლოკომოტივის" შეცდომაა, რომ იოსიფოვს წასვლის უფლება მისცეს ”, - თქვა მან.

რუსეთში ამ ტრანსფერს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ვილიარეალის" ფეხბურთელ დენის ჩერიშევის მამამ, დმიტრიმ განაცხადა, რომ სასიამოვნოა, როცა ისეთი დონის ჩემპიონატში, როგორიც ლა ლიგაა,  რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეებით ინტერესდებიან.

გამოცემა noprosport-ი  სტატიის
ბოლოს აღნიშნავს, რომ კუზმიჩევმა შედარება გააკეთა  კვარაცხელიასთან, რომელმაც არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება დაიმსახურა, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ კი  გოლი გაიტანა და "ფურია როხას" ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.

altკვარაცხელიამ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა

altბრიტანული პრესა "ლიდსში" კვარაცხელიას მცველად თამაშს განიხილავს

altკვარაცხელიას ყაზანის მერმა მოუწოდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი რუსეთის ნაკრები ჯობია უკრაინისა და მეორე ეგ ხვიჩას.დდდდდდდდდდდდ
2
გამოვიდეს ეხლა მოსკოვის მერი და "მოუწოდოს" რომ არ წავიდეს
Gamge
22:26 30-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული