ვაკო ყაზაიშვილის "ულსანმა" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს გახლავთ, წვლილი კი ამ პოტენციურ მოგებაში ქართველმა ნახევარმცველმაც შეიტანა.
ტაილანდური "ბათუმ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვაკომ შეხვედრის 24-ე წუთზე მინ იუნ კიმს (გუნდში 7 კიმი გახლავთ) კარგი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ანგარიში გახსნა. მეორე გოლი პირველივე ტაიმში ავსტრიელმა ჰინტერზეერმა შეაგდო.
"ულსანი" საშინაო მატჩს ანგარიშით 2:0 იგებდა, როცა შეხვედრა შეწყდა და ჯერ არ განახლებულა...