ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილის "ულსანმა" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს გახლავთ, წვლილი კი ამ პოტენციურ მოგებაში ქართველმა ნახევარმცველმაც შეიტანა.

ტაილანდური "ბათუმ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვაკომ შეხვედრის 24-ე წუთზე მინ იუნ კიმს (გუნდში 7 კიმი გახლავთ) კარგი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ანგარიში გახსნა. მეორე გოლი პირველივე ტაიმში ავსტრიელმა ჰინტერზეერმა შეაგდო.

"ულსანი" საშინაო მატჩს ანგარიშით 2:0 იგებდა, როცა შეხვედრა შეწყდა და ჯერ არ განახლებულა...