championat: გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება "ჩემპიონატი" წყაროზე დაყრდნობით, რომელიც სიტუაციას იცნობს.

თუმცა ჯერ მოსკოვურ კლუბს გაგნიძის ტრანსფერი არ დაუდასტურებია.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის "დინამო" გაგნიძეს იჯარის წესით ან თბილისის "დინამოში" გაუშვებს, ან რუსეთის პრემიერლიგის რომელიმე გუნდში.

მოსკოვის "დინამომ" ახლახან "მილანიდან" 28 წლის ურუგვაელი მცველი დიეგო ლასკალტი გადაიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა შუაშია ფიფია და დიანამო კარგი გუნდისგან მიიღო შეთავაზება და წავიდა ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგა რომ საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონეა მაგაში ეჭვი ეპარება ვინმეს იმედი მაქვს ითამაშებს მაღალ დონეზე და კვარაცხელიასავით განვითარდება და მოუმატებს ევროპის რომელიმე გუნდის დუბლებში წასვლას სადაც შეიძლება წლები შანსიც კი არ მოგეცეს რუსეთის და თურქეთის გუნდებში ჯობია წახვიდე და ითამაშო პირველ გუნდში აბუაშვილი ხომ წავიდა პორტუს დუბლებში ჩემი აზრით გაგნიძეს უფრო მეტი შანსი აქვს პროგრესის და განვითარების დინამო მოსკოვში და პრემიერ ლიგაში ვიდრე აბუაშვილს პორტუს დუბლებში.
ზურა
30 ივნისი 2021 17:07
7
ყოჩაღ, ამხ. ფიფია ! ! ! ყოჩაღ ამხ. აგენტო ! ყოჩაღ საჩინოს ბიჭო !
დ.დ.
30 ივნისი 2021 15:44
6
კარგახანია რუსეთის ფილიალი ვარ და ვერ ვხვდებით
cheroeli
30 ივნისი 2021 13:13
1
სამწუხაროა...
zura
30 ივნისი 2021 10:59
5
აბა იუვენტუსიო?
MT
30 ივნისი 2021 00:55
3
პატარაზე შეცდა პრესა და აერიათ იუვეში დინამო
Lado
30 ივნისი 2021 02:11
0

სიახლეები პოპულარული