ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და მასპინძლებმა სტუმრების პირველივე შეცდომა გამოიყენეს - კობახიძემ პასი უკან გააკეთა, მარუშიჩი მარგველაშვილს გაექცა და მიმდინარე ტურნირზე მე-9 გოლი გაიტანა. ზღვისპირელებს ანგარიში გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მეკარე კვასხვაძემ გატანა ჩაბრაძესა და ფანცულაიას არ დაანება.
მეორე ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა აზაროვმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულ დედაქალაქელთა შემტევ გაგნიძეს შეეძლო თავისი გუნდი კვლავ წინ გაეყვანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. ამის შემდეგ გეგუჩაძის შეგირდებმა შეუტიეს, გაფრინდაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო „როტორიდან“ დაბრუნებულმა ფლამარიონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამ სეზონში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა.
შემდეგი ტური 7 აგვისტოს ჩატარდება: თბილისის „დინამო“ „საბურთალოს“ შეხვდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 მარუშიჩი (17), 1:1 აზაროვი (78), 1:2 ფლამარიონი (90)
დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, ხარაბაძე, მონხილი, ბენიო, ხვადაგიანი (კობოური 58), ქარდავა, პაპავა (კ) (მექვაბიშვილი 78), კუცია (გაგნიძე 67) , მორჩილაძე (სპორკსლედე 67), გაბედავა (რადინი 58), მარუშიჩი
მწვრთნელი: ცხადაძე
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, მარგველაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (ნავალოვსკი 83), ზარია (ფლამარიონი 54), ჯიღაური (შინდაგორიძე 75), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 54), ალთუნაშვილი, ფანცულაია (სანოგო 75)
მწვრთნელი: გეგუჩაძე
სწორი მენეჯმენტის და ზრუნვის ქვეშ მყოფი გუნდი ნამდვილად მზადაა ქვეყნის ჩემპიონობისთვის.
ფეხბურთის აკვანი საქართველოში ბათუმში დაირწო და იმედი ვიქონიოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა, რომ ისტორია კვლავაც გამეორდება.
დინამო თბილისის ფანი.