თამაში შემოუტრიალა, მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და მასპინძლებმა სტუმრების პირველივე შეცდომა გამოიყენეს - კობახიძემ პასი უკან გააკეთა, მარუშიჩი მარგველაშვილს გაექცა და მიმდინარე ტურნირზე მე-9 გოლი გაიტანა. ზღვისპირელებს ანგარიში გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მეკარე კვასხვაძემ გატანა ჩაბრაძესა და ფანცულაიას არ დაანება.

მეორე ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა აზაროვმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულ დედაქალაქელთა შემტევ გაგნიძეს შეეძლო თავისი გუნდი კვლავ წინ გაეყვანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. ამის
შემდეგ გეგუჩაძის შეგირდებმა შეუტიეს, გაფრინდაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო „როტორიდან“ დაბრუნებულმა ფლამარიონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ სეზონში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა.

შემდეგი ტური 7 აგვისტოს ჩატარდება: თბილისის „დინამო“ „საბურთალოს“ შეხვდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 მარუშიჩი (17), 1:1 აზაროვი (78), 1:2 ფლამარიონი (90)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, ხარაბაძე, მონხილი, ბენიო, ხვადაგიანი (კობოური 58), ქარდავა, პაპავა (კ) (მექვაბიშვილი 78), კუცია (გაგნიძე 67) , მორჩილაძე (სპორკსლედე 67), გაბედავა (რადინი 58), მარუშიჩი

მწვრთნელი: ცხადაძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, მარგველაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (ნავალოვსკი 83), ზარია (ფლამარიონი 54), ჯიღაური (შინდაგორიძე 75), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 54), ალთუნაშვილი, ფანცულაია (სანოგო 75)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
ბათუმთან მარცხი სულ არ მწყინს, მეტიც ზღვისპირელებს ნამდვიალდ ეკუთვნით მათი გულშემატკივრების გამო ბოლო ბოლო ჩემპიონის ტიტული! მაგრამ დინამომ რომ უნდა მოგვჭრას თავი ნეფჩისთან აი ეგაა რომ ძალიან მადარდებს!
ვახო
02 ივლისი 2021 09:33
0
ფლაგმანი ფორმაშია :)))))))
პ.ს. მარგველაშვილზე დაბალი დონის მცველი ჯერ არასოდეს მინახავს...
superman
02 ივლისი 2021 09:31
1
დამსახურებულად მოიგეს, თან თბილისის დიამოსაგან განსხვავებით ფეხბურთს თამაშობენ, ნეტავ ბათუმი ხვდებოდეს ნეფთჩის, კიდევ ერთხელ ვჭამთ სირცხვილს ამათ ხელში
რეზო
02 ივლისი 2021 07:39
0
თუ ვინმემ იცის სად შეიძლება ეროვნული ლიგის თამაშების ყურება რეგულარულად? რაღაცა ამ ბათუმის დინამომ ინტერესი გააჩინა ეროვნულინლოგოს მიმართ პლიუს სანოლმაც ფეხბურთელები რომ გამოიძახა და გამოდგნენ უფრო დამაინტერესდა.
ფორცა დინამო
02 ივლისი 2021 05:17
0
ეროვნული ლიგის ვებგევრდზეა ყველა ლაივი
ვახო
02 ივლისი 2021 11:33
0
კი, რა პრობლემაა, ასეთი ფორმაციის თბ. დინამოს, ბათუმის დინამოს, ნებისმიერი კარგად ორგანიზებული მეზობლების 11 კაციანი შემადგენლობა მოუგებს. როგორც მოხდა წლების წინ, როდესაც მთვარის გლობუსის ბავშვებმა დინამოს მოუგეს.
აღშფოთებული ქართული ფეხბურთით
02 ივლისი 2021 02:51
2
საშინელი გუნდია თბილისის დინამო...დამდგარი ფეხბურთით რა თქმა უნდა ვერავის ვერ მოუგებ...კლაკსვიკთან შერხვენილო შემოდგენლობა სანამ არ გამოიცვლება სულ ესე იქნება...მარა ვინც ნორმალური ყავდა დინამოს ყველა უფასოდ დაკარგა...მენეჯმენტში კიდევ უარესი არაპროფესიონალები მუშაობენ ((( ერთ კვირაში ნეფჩთი 0-5 მოუგებს და იმედია ფიფიას ხელში არ იქნება დიდხანს :(
ოთო
02 ივლისი 2021 01:54
0
ცხადაძეს რომ კითხო ნაკრების მწვრთნელობა უნდოდა )))) ამას ნორმალურ ქვეყანაში წნორის მილანს არ ჩააბარებდა კაცი !
ვახო
02 ივლისი 2021 01:46
1
გაგნიძე მაგარიაო და სულ შეცვლაზე რატომ ათამაშებენ? ბოლო ორი წელია დინამო არის ფსკერი, ყველაზე სამარცხვინო ქართული გუნდი
ზურა
01 ივლისი 2021 23:27
3
გაგნიძე იმიტომაა სულ შეცვლაზე, რომ არც არავითარი მაგარი არაა. უბრალოდ, საკუთარი წარსულის დამვიწყებელი უმადური ბიჭი და ფიფიას გარემოცვის მორიგი ბლეფია
klimenti
02 ივლისი 2021 07:03
1
ირაკლი აზაროვის გოლი იყო სუპერ კლასი
irakli
01 ივლისი 2021 23:16
2

სიახლეები პოპულარული