აზიის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაიმ" კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა - სტუმრად ფილიპინების "კაია" 3:0 დაამარცხა. ვაკოს ისევ მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა - გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ანგარიში ქართველი შემტევის პასით, მე-12 წუთზე გაიხსნა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 48-ე წუთზე ყაზაიშვილმა დააფიქსირა. შეხვედრის 89-ე წუთზე ვაკო გააფრთხილეს.
შეგახსენებთ, "ულსანმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ვაკოს გოლით გაიმარჯვა, მეორე ტურში ყაზაიშვილის ანგარიშზე საგოლე გადაცემა იყო, რასაც დღევანდელ შეხვედრაში გოლი + პასი დაამატა.
გათამაშების უდანაკარგო ლიდერი "ულსან ჰიუნდაი" მომდევნო მატჩს
ისევ "კაიასთან" , 5 ივლისს, საკუთარ მოედანზე გამართავს.