ყაზაიშვილის წარმატებული სერია გრძელდება - გოლს + პასი

AutoSharing Option
აზიის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაიმ" კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა - სტუმრად ფილიპინების "კაია" 3:0 დაამარცხა. ვაკოს ისევ მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა - გოლი  გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ანგარიში ქართველი შემტევის პასით, მე-12 წუთზე გაიხსნა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 48-ე წუთზე  ყაზაიშვილმა დააფიქსირა. შეხვედრის 89-ე წუთზე ვაკო გააფრთხილეს.

შეგახსენებთ, "ულსანმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ვაკოს გოლით გაიმარჯვა, მეორე ტურში ყაზაიშვილის ანგარიშზე საგოლე გადაცემა იყო, რასაც დღევანდელ შეხვედრაში გოლი + პასი დაამატა.

გათამაშების უდანაკარგო ლიდერი "ულსან ჰიუნდაი" მომდევნო მატჩს
ისევ "კაიასთან" , 5 ივლისს, საკუთარ მოედანზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიყვარს ვაკო, რუსტავში პატარა ბიჭუნა მახსოვს, შემოდიოდა და ციბრუტივით ტრიალებდა, მიხარია რომ კარიერა აეწყო, თუ გრანდებში არ მოხვდა რომელ გუნდშიც მივიდა ყველგან ლიდერია და ფეხბურთი ითამაშა. წარმატებები ვაკო და კვლავ გაიტანე საქართველოს ნაკრებისთვისაც !
semi
17:50 02-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული