საქართველოს ნაკრების პოტენციური წევრი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო, მაშინ ანგარიში 2:2 იყო. 84-ე წუთზე, ქართველ ფორვარდთან ორთაბრძოლაში, მასპინძელთა მცველს "ტობოლის" ფეხბურთელზე საგოლე პასი გამოუვიდა, სამ წუთში კი ლობჯანიძემ თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
28 წლის შემტევისთვის მიმდინარე სეზონში ეს მესამე გოლი იყო. "ტობოლს" შეხვედრებს ყაზახეთის თასსა და ჩემპიონატზე გამართავს, 22 ივლისს კი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკს" ესტუმრება.
ელგუჯა ლობჯანიძე: როგორც ჩანს, ვაისი ჩემში პერსპექტივას ხედავს