გაგნიძე: რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და სწრაფ პროგრესირებაში დამეხმარება

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოში" გადასვლის შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

"რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და ჩემთვის აქ ძალების მოსინჯვა ძალიან საინტერესოა. ჯერ საკუთარი თავი თბილისის "დინამოში" ბოლომდე არ გამომივლენია, თუმცა ამ ასაკში ჩემ მიმართ დიდი ინტერესი რომ გაჩნდა, მოსკოვის "დინამოში" გადასვლა სწრაფად პროგრესირებაში დამეხმარება.

რასაკვირველია, როცა შემოთავაზება მოსკოვიდან მივიღე, ისე მოვიქეცი, როგორც ჩემს ადგილას მყოფი ადამიანი გააკეთებდა - მაქსიმალურად დიდი ოდენობის საჭირო ინფორმაციის შეგროვება დავიწყე. ამის შედეგად დავრწმუნდი, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის დიდი შანსია.

აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და
სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეებს ნდობას ასაკის მიუხედავად უცხადებს ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ შანსები მეც მექნება. მხოლოდ მათი გამოყენება დარჩა, რისთვისაც შრომას არ დავიშურებ", - თქვა ლუკამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
კაცო ამ რუსეთზე რომ იძახით,ბელგიაში წასული ვინ გინახიათ წარმატებული,ან შვეიცარიაში? ან ლა ლიგა 2?ან უნგრეთში?ან ავსტრიაში? (ჩატოვეს კიტეიშვილი,მანამდე მუჯირი)ან პორტუგალიაში? ან დანიაში? ან შვედეთში?ან პოლონეთში? რომელმა ქართველა მოწყვიტა ვარსკვლავები? გამახსენეთ კაცურად! გაფუჭებული კი ბევრი მინახავს! ერთი რამ ფაქტია, მთავარია შრომა და ყველაფერი კარგად გამოვა.გინდ რუსეთში იყავი და გინდ ავსტრიაში!არ აქვს მნიშვნელობა!
kaxa
12:14 06-07-2021
12
კახა, ჯერ ერთი რუსეთიდან არ გადასულან ევროპაში ეს მოთამაშეები და მეორეც 90-იეანების მაგალითებია. ჩამოვთვალო რამდენი ტალანტი ვერ გასცდა რუსეთს?…ანანიძე, ასათიანი, კვირკველია რამოდენიმე მაგალითია ფეხბურთელებისა, რომლებსაც უმაღლეს დონეზე შეეძლოთ თამაში…გავაგრძელო?
2

სიახლეები პოპულარული