გაგნიძე: რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და სწრაფ პროგრესირებაში დამეხმარება

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოში" გადასვლის შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

"რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და ჩემთვის აქ ძალების მოსინჯვა ძალიან საინტერესოა. ჯერ საკუთარი თავი თბილისის "დინამოში" ბოლომდე არ გამომივლენია, თუმცა ამ ასაკში ჩემ მიმართ დიდი ინტერესი რომ გაჩნდა, მოსკოვის "დინამოში" გადასვლა სწრაფად პროგრესირებაში დამეხმარება.

რასაკვირველია, როცა შემოთავაზება მოსკოვიდან მივიღე, ისე მოვიქეცი, როგორც ჩემს ადგილას მყოფი ადამიანი გააკეთებდა - მაქსიმალურად დიდი ოდენობის საჭირო ინფორმაციის შეგროვება დავიწყე. ამის შედეგად დავრწმუნდი, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის დიდი შანსია.

აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და
სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეებს ნდობას ასაკის მიუხედავად უცხადებს ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ შანსები მეც მექნება. მხოლოდ მათი გამოყენება დარჩა, რისთვისაც შრომას არ დავიშურებ", - თქვა ლუკამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
კაცო ამ რუსეთზე რომ იძახით,ბელგიაში წასული ვინ გინახიათ წარმატებული,ან შვეიცარიაში? ან ლა ლიგა 2?ან უნგრეთში?ან ავსტრიაში? (ჩატოვეს კიტეიშვილი,მანამდე მუჯირი)ან პორტუგალიაში? ან დანიაში? ან შვედეთში?ან პოლონეთში? რომელმა ქართველა მოწყვიტა ვარსკვლავები? გამახსენეთ კაცურად! გაფუჭებული კი ბევრი მინახავს! ერთი რამ ფაქტია, მთავარია შრომა და ყველაფერი კარგად გამოვა.გინდ რუსეთში იყავი და გინდ ავსტრიაში!არ აქვს მნიშვნელობა!
kaxa
06 ივლისი 2021 12:14
12
რომელი ჩემპიონატებიცჩამოთვალე იქ ათასობით მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაიზარდა და იზრდებიან ახლაც, ქართველები ვინც გვყავდა ევროპული დონის ისენიც ევროპაში გახდნენ მაღალი დონის. რუსეთში კი ქართველი კი არა ნებისმიერი ერთი ფეხ ადგმული ევროპული დონის ფეხბურთელი დაასახელეთ ვინმემ. ჭაობია ჭაობი ყველა სფეროში რუსეთი!
Io
06 ივლისი 2021 15:39
2
კახა, ჯერ ერთი რუსეთიდან არ გადასულან ევროპაში ეს მოთამაშეები და მეორეც 90-იეანების მაგალითებია. ჩამოვთვალო რამდენი ტალანტი ვერ გასცდა რუსეთს?…ანანიძე, ასათიანი, კვირკველია რამოდენიმე მაგალითია ფეხბურთელებისა, რომლებსაც უმაღლეს დონეზე შეეძლოთ თამაში…გავაგრძელო?
MT
06 ივლისი 2021 10:22
2
დაუწყებენ ეხლა ფერება-ფერებას და მერე ნატურალიზაციაზე მიდგება ლაპარაკი
zizia
06 ივლისი 2021 03:24
2
და კვარამ რას მიაღწია ჯერ? რუსები აქებენ? მაგით უნდა ვიყოთ აღფრთოვანებული? ევროპის წამყვან ჩემპიონატში გადადისო რომ ამბობდნენ მიჩუმდნენ რაღაც. ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ ცუდი სუნი უდის კვარას ამბავს არ უნდათ გაშვება და მეშინია მანდ არ ჩარჩეს. 20 მილიონი რომ დაადეს მაშინვე არ მომეწონა, შეიძლება პოტენციურად მეტიც ღირდეს კვარა მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელში ისიც ამ პირობებში როდესაც ფინანსურ კრიზისშია გუნდების უმრავლესობა, ძალიან სათუოა გადაიხადონ.
არტ
06 ივლისი 2021 01:10
3
ტყუილა ნერვიულობ არ არიან ესენი ღირსები საერთოდ
nemsi
06 ივლისი 2021 10:03
0
რა პროგრესირებაში დამეხმარება!? ტეხავს რაა...
zura
05 ივლისი 2021 17:58
21
ვერ გავცდით ამ რუსეთს რა შესთავაზეთ გერმანელებს ესპანელებს იტალიელებს დაიქირავეთ თარჯიმანი და გაესაუბრეთ უცხოელებს რა კომპლექსი გაქვთ ესეთი ან პორტუგალიაში გაუშვით აბურჯანია თუ გადავიდა ეს ბიჭი რატო ვერ გადავიდოდა? მოცილდი ამ წუმპე რუსებს
beqa
05 ივლისი 2021 17:58
17
ესპანეთის რომელიღაც სარეზერვო B კლუბში თამაშს რუსეთის პრემიერ ლიგა ნამდვილად სჯობს,თანაც მოსკოვის დინამო ტრადიციული გუნდია! იმედია კვარაცხელიასავით გაგვახარებს და დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს ნაკრებს! არ მითხრათ ახლა,მაგალითად, კადისის სარეზერვო კლუბში გადასვალა 21 წლის ასაკში უკეთესი ვარიანტიაო!ესპანეთის მე-4 ლიგაში ასპარეზობაო!
kaxa
05 ივლისი 2021 17:51
27
კანკავამ რუსეთში ძალიან ცოტა დრო გაატარა და მაღალ დონეზე უკრაინაში ათაშდა
კობიაშვილმაც ცოტა დრო გაატარა რუსეთში და უფრო დინამოს და ფინკეს დამსახურებაა მისი პროგრესი.
ცხადაძე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი დინამო თბილისიდან გადავიდა შვედეთში და დინამო მოსკოვში ნახევარი წელიც არ გაუტარებია თუ არ ვცდები.
თან მოყვანილი მაგალითების უმრავლესობა ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემით იყო “აღზრდილი” და იმის მერე 20-25 წელი გავიდა. ბოლო 20 წელიწადში რომელი ქართველო გაიქაჩა მაღალ ევროპულ დონეზე რუსეთიდან?
Kaxa-s
06 ივლისი 2021 17:18
0
კანკავა არ თამაშობდა ალანიაში? დემეტრაძე არ თამაშობდა მოსკოვის ლოკომოტივში? კობიაშვილი არ თამაშობდა ალანაიაში?კობიაშვილი იჯარით არ იყო ალანიაში და დაბრუნდა დინამოში და მაშინვე წავიდა ფრაიმბურგში!?ყაველაშვილიც იჯარით იყო ალანიაში და როგორც კი დაბრუნდა დინამოსი მაშინვე წავიდა მან სიტიში!ცხადაძე მოსკოვის დინამოდან არ წავიდა აინტრახტში?შელია ალანიადან არ წავიდა მან სიტიში? აკაკი დევაძე როსტელმაშიდან არ წავიდა ჰაპოელში?
mt-ს
06 ივლისი 2021 12:06
8
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული