"პორტუმ" გიორგი აბუაშვილი წარადგინა

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუსთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, - იტყობინება პორტუგალიური კლუბის საიტი.

აბუაშვილი "პორტუს" მეორე გუნდში 47-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, პირველ გუნდში ივარჯიშებს და იქ დამკვიდრების შესაძლებლობა მიეცემა.

"ჩემთვის ეს რეალობად ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველი, როდის ვითამაშებ პირველ გუნდში", - განუცხადა გიორგიმ "პორტუს" სატელევიზიო არხს.

აბუაშვილი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვიხოდებით ნელ-ნელა..ნიჭი არ აკლია როგორც ვატყობ,კაი ადგილზეც მოხვდა და აგერ ვნახოთ რა გამოვა
Levani
05:47 06-07-2021
0
გაჭირვებულ დინამოს რა ვირის თავ ფეხი მერე? ფიფიამ შეიძლება რამე სარგებელიც მიიღო მაგრამ მე ვგულისხმობ დინამომ რაში გამოიყენა ის განელი უცხო პლანეტელი რომ მოიყვანა?
ლადო
09:56 06-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული