ქართველების გამარჯვება, ვაისის გამოუყენებელი პენალტი

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა - ირლანდიური "შემროკი" პირველ მატჩში 2:0 დაამარცხა.

გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა, ჯაბა კანკავა კი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო, 73-ე წუთზე შეცვალეს.

სლოვაკებმა ბრაზილიელი რაფაელ რატაოს დუბლით გაიმარჯვეს. ქართველების გუნდის უპირატესობა უფრო დიდი იქნებოდა, მატჩის 95-ე წუთზე ვლადიმირ ვაის-უმცროსს თერთმეტმეტრიანი რომ გამოეყენებინა.

განმეორებითი შეხვედრა ირლანდიაში 13 ივლისს გაიმართება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "სლოვანის" მეტოქე შვეიცარიის ჩემპიონი "იანგ ბოისი" იქნება.

alt"ნეფთჩის" მწვრთნელი: დაძაბულობა აქამდეც იყო და კიდევ

უფრო გაიზრდება


altხურციძის დუბლი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე გადაამოწმეთ ვინმემ ყვითლების სტასტიკა, კანკავა ლიდერი თუ არა სამეულში იქნება, თითქმის არ მახსოვს თამაში ჯაბამ უყვითლოდ ჩაამთავროს.DD
1
იანგ ბოიზი უბრალოდ ორივე თამაშს ფორით მოუგებს,კაშიას გასტენიან ლგბტ-ს სამკლავურს ტაკოში
გულშემატკივარი
16:32 08-07-2021
11

სიახლეები პოპულარული