მედია: ლევან შენგელია ევროტურნირების მონაწილე ბერძნულ გუნდში გადადის

AutoSharing Option
ბერძნული მედია იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი ლევან შენგელია ადგილობრივი სუპერ ლიგის ბინადარი გუნდის "არისში" გადასვლასთანაა ახლოს.

როგორც იცით, ჩვენებური თავისუფალი აგენტია და სალონიკურ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლის წარმატებით დასრულების ალბათობაც საკმაოდ დიდია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შენგელია "ქონიასპორის" ღირსებას იცავდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.

რაც შეეხება "არისს", სალონიკელებმა გასულ სეზონში ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შენგელიასნაირ ფეხბურთელს რომ წინასწარ კონტრაქტით ვერ დააკავებ ქვეყანაში იქ დამთავრებულია ფეხბურთზე ლაპარაკი ! საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელად აღიქვება ევროპაში შენგელიასნაირი ფეხბურთელები და ქვეყნის 3 საუკეთესო გუნდს რატო არ უნდა ჰქონდეს იმის ერთი ადგილი რომ შეინარჩუნო ასეთი ფეხბურთელები ? დროა უკვე აკადემიიდან ვისაც დააწინაურებს ჩვენი გუნდები ხანგრძლივი კონტრაქტი გაუფორმონ, ვინც არ გააფორმებს მათ არ უნდა აღირსონ ძირითადი ! 1 წლიანი გუნდები წარსულს უნდა ჩაბარდეს და 3-4 წლიანი გეგმა უნდა შეიმუშაონ კარგი სელექციით ! თუ არადა სამოყვარულო ჩემპიონატი ხალხის ბიუჯეტიდან ნამდვილად არ უნდა ფინანსდებოდეს ! პრიორიტეტი კლუბური ფეხბურთი უნდა იყოს და არა ნაკრები ! ზიმბაბვე და ტანზანია არ არის საქართველო წელიწადში მხოლოდ ნაკრების 2-3 თამაშის მოლოდინში რომ იყოს გულშემატკივარი. პრიორიტეტი საკლუბო ფეხბურთია ყველგან !
ეჰ
16:48 10-07-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული