ხვიჩამ სუპერგოლით 90-ე წუთზე "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარიმატჩ პრემიერის" თასის პირველ მატჩში "რუბინმა" მოსკოვის ოლქის "ხიმკი" გასვლაზე 1:0 დაამარცხა.

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილი ტურნირის განაცხადში არ შეიყვანა (სავარაუდოდ ისევ იჯარის წესით სხვა გუნდში გაუშვებენ), ხვიჩა კვარაცხელია კი შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე და მან თამაში უმალ გაამწვავა: ჯერ ზუევი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მან ვერ გაიტანა, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, 90-ე წუთზე კი მეურვე ჩამოიცილა, ბურთი მოწინააღმდეგის კარის ცხრიანში ჩააჭედა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

14 ივლისს "რუბინი"
მოსკოვში "ოტკრიტიე არენაზე" "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გოლი შედევრი!!!
tngh
15:32 11-07-2021
0
კაია ფორმაში შედის და რაც მთავარია გოლების გატანა დაიწყო იმედია ეს სეზონი სადაც არ უნდა დაიწყოს გოლებებსაც გაიტანს წარმატებები ხვოჩა
ემიგრანტი
06:11 11-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული