20 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამო" დატოვა და დღეს "ჩერნომორეცში" ითამაშა, - იტყობინება "ua-football.com".
"ჩერნომორეცმა" ამხანაგურ მატჩში მეორე ლიგის თანაქალაქელი გუნდი "რეალ-ფარმა" 3:1 დაამარცხა.
"ჩერნომორეცს" კვლავ ბექა ვაჩიბერაძემ უკაპიტნა, წიტაიშვილმა კი მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ "ჩერნომორეცის" საიტს თამაშის მიმოხილვაში წიტაიშვილი მოხსენიებული არ ჰყავს, მხოლოდ წერია, რომ გუნდში სინჯებზე მყოფმა თერთმეტმა ფეხბურთელმა იასპარეზა - მოკლედ, ისე მალავენ, გეგონება სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდეს.
გიორგიმ პირველი წინასასეზონო შეკრება "დინამოში" გაიარა, მაგრამ მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მეორე შეკრებაზე არ იახლა.
"ჩერნომორეცის" მწვრთნელად "დინამოს"
დუბლების ყოფილი თავკაცი იური მოროზი დანიშნეს და მან თან არაერთი ფეხბურთელი წაიყვანა.