sport.rambler-ის მიხედვით, ნიკოლაი ყიფიანმა "როტორის" მარცხენა ფლანგზე თავი ძალიან ეფექტურად წარმოაჩინა და მოწინააღმდეგეების დრიბლინგებით გაცდენას გამუდმებით ცდილობდა. გამოცემა წერს, რომ ყიფიანი ხანდახან ზედმეტი ინდივიდუალურობითაც ერთობოდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო "როტორის" 23 წლის ნახევარმცველი გიორგი მახათაძე. რუსეთის მოქალაქეს "ლოკომოტივსა" და "რუბინშიც" უთამაშია. მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ხოხლოვმა ის მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა,
"თელავის" ყოფილმა მცველმა, 23 წლის ილია ბერიაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ნიკოლაი ყიფიანი კი 74-ე წუთზე შეცვალეს.
sport.rambler-ი "როტორს" პრემიერლიგაში აღზევების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ასახელებს და მის კონკურენტად კი "ორენბურგს" მიიჩნევს.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ვოლგოგრადელთა ღირსებას საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე და ბათუმის "დინამოში" დაბრუნებული ჯოვინო ფლამარიონი იცავდნენ. გუნდი რუსეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსს უკანასკნელ ტურამდე ინარჩუნებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.