საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ "მეცში" დაბრუნება გოლით აღნიშნა.
ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა "მეცი", რომელმაც დღეს პირველ საკონტროლო მატჩში ლიგა 2-ის "ნანსი" 3:2 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში იყო "სერენიდან" დაბრუნებული მიქაუტაძე, რომელმაც 30-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1).
აღსანიშნავია, რომ მეორე სპარინგს "მეცი" 17 ივლისს "სერენთან" ჩაატარებს, შემდეგ კი "გლადბახს", "ტრუასა" და "მონპელიეს" შეხვდება.