"მთელი ოჯახი ძალიან ამაყები ვიყავით..." - მიქაუტაძე ნაკრებში გამოძახების ემოციებზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 20 წლის ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს კლუბის ოფიციალური გვერდი საკლუბო და სანაკრებო თემებზე ესაუბრა:

"ფეხბურთის თამაში მამის წყალობით დავიწყე. 3-4 წლის ასაკში სახლთან ახლოს სულ ბურთს ვაგორებდი...

კარიერის დასაწყისში  "ჟერლანდში" გამოვდიოდი. ამის შემდეგ 7 წელი "ლიონში" ვითამაშე. "სენტ პრისტშიც" ვიყავი, "სერენში" იჯარის შემდეგ კი ისევ აქ დავბრუნდი. თავდაპირველად, ადაპტაცია რთული იყო, მოგვიანებით  ეს საკითხი მოგვარდა, "მეცის" მაისურით პირველი შეხვედრა კი სულ მემახსოვრება.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს - გამოძახებამდე ცოტა ხნით ადრე მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან რაღაც საკითხები
განვიხილე. როცა გამომიძახეს, ჩემმა დამ გამაგებინა და მთელი ოჯახი ძალიან ამაყები ვიყავით. საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანით უბედნიერესი ვარ. საჯარიმოში ორნი შევედით. ვიგრძენი, რომ თანაგუნდელი ბურთს დამიტოვებდა, მე კი ის კარგად დავამუშავე, ყველაფერი მშვენივრად დასრულდა და დიდი ემოციაც მივიღე."

"მეცი" საფრანგეთის ჩემპიონატში 8 აგვისტოს ჩაებმება, მანამდე კი ერთი ამხანაგური მატჩის მეტოქე ცნობილია - ფრანგები 24 ივლისს გერმანულ  "გლადბახს" დაუპირისპირდებიან.

altმიქაუტაძეს ყოფილი თანაგუნდელები თბილად დახვდნენ [VIDEO]

altმიქაუტაძე "ლილით" იწყებს - ქართველი ფეხბურთელი ტოპ-ლიგაში ბრუნდება!

alt"მეცს" მაღალი მიზნები აქვს - სად ითამაშებს მიქაუტაძე?!





მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმომიდგენია ემიგრაციაში მყოფი ოჯახი რამხელა სიამაყით აივსებოდა, წარმატებები მიქა
მეგრელი
22:20 09-07-2021
0
ძალიან მომწონს მიქაუტაძე როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება, წარმატებები მას !
გიონატ
12:13 09-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული