ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "შემროკ როვერსთან", მაგრამ ორი მატჩის ჯამში მაინც გამარჯვებული გამოვიდა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ბრატისლავაში პირველი შეხვედრა "სლოვანს" 2:0 ჰქონდა მოგებული და თითქოს ირლანდიური გუნდის ბარიერი უპრობლემოდ უნდა გადაელახა, მაგრამ 64-ე წუთზე მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმართა გუნდის მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის შვილმა, 31 წლის ნახევარმცველმა ვლადიმირ ვაისმა-უმცროსმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და საბოლოო ჯამში სლოვაკურმა კლუბმა იმარჯვა.
კანკავამ და კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს. ამ უკანასკნელმა
ყვითელი ბარათი მიიღო.
"სლოვანს" მეორე ეტაპზე შვეიცარიული "იანგ ბოიზის" სახით გაცილებით სერიოზული მეტოქე ელის.