კვარაცხელიას "რუბინი" "სპარტაკთან" განადგურდა - ეს ტაქტიკური სვლა იყო?

AutoSharing Option
"პარიმატჩ პრემიერის" თასის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" მოსკოვში 0:4 დამარცხდა "სპარტაკთან".

ხვიჩა სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 4:0 გახდა, "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სხვა წამყვან ფეხბურთელებთან ერთად შეცვალა. უნდა ითქვას, მას ამჯერად საუკეთესოდ არ უთამაშია.

ანგარიში მასპინძლებმა დებიუტში მელქაძის მიერ მოპოვებული პენალტით გახსნეს, ხოლო შესვენების შემდეგ 7-წუთიან მონაკვეთში სამჯერ დალაშქრეს დიუპინის კარი. მეოთხე გოლი საჯარიმოდან ჯიქიამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 24 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "რუბინი" სწორედ "სპარტაკს" უმასპინძლებს და რევანშის შანსი ექნება. "სპარტაკის" მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა
განაცხადა, რომ მათი მეტოქე მოდუნებულად თამაშობდა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში "რუბინმა" ხვიჩას მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით "ხიმკის" 1:0 სძლია.

17 ივლისს ყაზანური გუნდი ამავე ტურნირის უკანასკნელ ტურში "სოჭის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა გაიქეცი დროზე მაქედან ნებისმიერ თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდში, ისე არ წავიდეს საქმე რომ მომავალ წელს სულ დაკარგო აქტუალურობა, ბევრ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს დაემართა ეგ რუსეთში და უკრაინაში
nika
09:19 15-07-2021
7
ხო არ წახვიდე მაქედან, მაგარ გუნდში ხარ, მთავარია კარგი ხელფასი და ფეხბურთის ....
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული