ხვიჩა კვარაცხელია ტრანსფერის თაობაზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკთან" დიდი ანგარიშით მარცხის (0:4) შემდეგ "რუბინის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ sport-express-თან კომენტარი გააკეთა და საკუთარ სატრანსფერო საკითხსაც შეეხო:

"არა უშავს, ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო. დაახლოებით 10 დღეში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ მწვრთნელთან და ამ თამაშში დაშვებულ ყველა შეცდომას დეტალურად განვიხილავთ.

და რა თქვა სლუცკიმ გასახდელში? არაფერი, რადგან ყველაფერი კარგადაა. ეს იყო არაოფიციალური თამაშები, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეები გამოიცადნენ...

სატრანსფერო ამბებს რაც შეეხება, ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ის მხოლოდ სექტემბერში სრულდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.
ჩემთვის ახლა რთულია ამაზე საუბარი, მოდით, ცოტაც დაველოდოთ."

"რუბინი" კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 17 ივლისს, "სოჭის" წინააღმდეგ გამართავს, რუსეთის პრემიერლიგა კი 24 ივლისს დაიწყება.

alt"ხვიჩა დიდი მოთამაშეა და 3.5 ძალიან დიდი კლუბის ოფიციალური წინადადება გვაქვს" - ამბობს "რუბინის" დირექტორი

altკვარაცხელიას "რუბინი" "სპარტაკთან" განადგურდა - ეს ტაქტიკური სვლა იყო?



მკითხველის კომენტარები / 3 /
აცადეთ რა ამ ბიჭს. ნაკრებში ყველაფერს დებს და საოცრებებს აკეთებს. მეც ძალიან მინდა მადრიდის რეალი , მაგრამ ჩვენს სურვილებზე არ არის. და არ მგონია რომ ხვიჩაზე მეტად სურდეს ვინმეს მისთვის კარგი კლუბი. როგორც გამოვა ეგრე გამოვა. უკვე ძაან ზედმეტია რა. წარმატებები ხვიჩას სადაც არ უნდა იყოს!!!
joko
16:27 15-07-2021
8
ფული ჯოჯოხეთს ანათებს, მაგხელა ანაზღაურებად კლუბში კაი ხანი ვერ მოხვდება, ეხლა კი ეგ და ჯუღელი დგანან "სტანოკთან".
ანდრო
10:53 16-07-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული