"რუბინი" ასე არ უნდა ჩამონგრეულიყო" - სლუცკი აღშფოთებულია

AutoSharing Option
"პარიმატჩ პრემიერის" თასის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" მოსკოვში 0:4 დამარცხდა "სპარტაკთან". ხვიჩამ 64-ე წუთამდე ითამაშა და ნამატჩევს თქვა, რომ სპარინგი წააგეს, არაფერი სერიოზული არ მომხდარა და სეზონის დაწყებისთვის მზად იქნებიან.

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში შინაარსობრივი და საინტერესო თამაში იყო. ცოტა სტანდარტულში ვერ გავერკვიეთ, რასაც პენალტი მოჰყვა. ბევრი პოზიციური შეტევა იყო, მომენტები. მეორე გოლის შემდეგ გუნდი ჩამოინგრა. უკმაყოფილო ვარ. განადგურებას არაფერი მოასწავებდა. თამაშის შემოტრიალებას ვეცადეთ.

მეორე გოლი სწრაფად გავუშვით და ამის მერე ყველაფერი დასრულდა.
"რუბინის" დონის გუნდი ასე არ უნდა ინგრეოდეს და მეტოქეს ამდენის უფლებას არ უნდა აძლევდეს. წავიდა წუნი მარტივ გადაცემებში, თვით მოედანზე იმ წუთას შესულებისგან. ასე რომ, ეს დაღლილობის ბრალი არ არის", - ციტირებს სლუცკის კლუბის საიტი.

24 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "რუბინი" სწორედ "სპარტაკს" უმასპინძლებს და რევანშის შანსი ექნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა აქ გონიათ ხვიჩა მაგარ გუნდში, დიდებულ ჩემპიონატში და გენიალურ მწვრთნელთანა, ურჩევენ კიდეც რო კიდე დარჩეს მანდ))) ხვიჩა გაიქეცი შვილო მაქედან სანამ გაგაფუჭებს რუსეთი
10
და რა გონია "რუბინი"? ნაგან აჯობოს "არსენალს", "ურალს" და "უფას", უსიც ხვიჩას და დესპოტას დახმარებით, "სპარტაკი" "ლოკო" და "ზენიტი"... მოინდომა ბიჭმა. მაგის 30 ლიმ, ერთერთი სერიოზული მუხრუჭია იმ ბიჭის წინსვლაში. "жадность фраера губит"
საბა
11:30 16-07-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული