ზურიკო დავითაშვილმა "რუბინი" დატოვა

AutoSharing Option
როგორც "რუბინის" ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" წერს, ზურიკო დავითაშვილმა ყაზანური კლუბი დატოვა. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, ქართველი ფეხბურთელი კი კარიერას, სავარაუდოდ, ტულის "არსენალში" განაგრძობს.

დავითაშვილმა "რუბინის" შემადგენლობაში 28 შეხვედრა გამართა, თავი კი 2-ჯერ გამოიჩინა.

"მადლობას ვუხდით ზურიკოს იმ დროისთვის, რაც კლუბთან ერთად გაატარა და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერაში".

ქართველი ფეხბურთელი ყაზანურ კლუბში 2019 წელს თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა, 2020 წელს კი "რუბინმა" ის ვოლგოგრადის "როტორში" გაანათხოვრა.

წყარო: "რუბინის" "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 12 /
არაბიძესავით თავში ავარდნილი ტიპი ეგ არ ჩანს, როგორც ეტყობა მოტივაციის ნაკლებობა აქ აშკარად კარგი ფსიქოლოგი არ აწყენდა.
1
ძალიან ჩამქრალი ჩანს ზურიკო.ტექნიკაც აქვს,სისწრაფეც...მგონი თავდაჯერებულობა და ტაქტიკური მომზადება აკლია
სოსო
18:13 16-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული