AS: მამარდაშვილმა "ვალენსიაში" ყველა გააკვირვა

AutoSharing Option
ესპანეთის მეორე ყველაზე პოპულარული გამოცემა AS "ვალენსიას" მეკარეების შესახებ წერს და გუნდის ქართველ ახალწვეულს აქებს.

"გუნდის მწვრთნელ ხოსე ბორდალასს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: "ვალენსიას" ძირითადი კიპერი იასპერ სილესენი იქნება, ხოლო მეორე მეკარეობისთვის ხაომე დომენეკი, კრისტიან რივერო და გიორგი მამარდაშვილი იბრძოლებენ.

წესით, კრისტიან რივეროს გუნდი იჯარის წესით უნდა დაეტოვებინა, მაგრამ "ღამურებში" უთხრეს, რომ მეორე მეკარის სტატუსისთვის ბრძოლა შეეძლო. 23 წლის კარის დარაჯს სათამაშო წუთები სჭირდება და სეზონისწინა ეტაპი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იქვეა ხაომე დომენეკი, რომელიც ძირითად გუნდში მე-7 სეზონს ატარებს და
ჭორების მიუხედავად, "ვალენსიას" არ დატოვებს. ხაომე ყოველთვის ბოლო არჩევანი იყო, თუმცა სათამაშო დროს სულ იღებდა.

და ბოლოს ყველაზე დიდი სიურპრიზი - გიორგი მამარდაშვილი. ახალმოსულმა ქართველმა პირველი სენსაცია უკვე შემოგვთავაზა - ვარჯიშებზე საიმედო თამაშით მთელი "ვალენსია" გააოცა, განსაკუთრებით, რამდენიმე თანაგუნდელი. 12 დღის წინ მოსულმა მამარდაშვილმა ადაპტაციის ეტაპი უპრობლემოდ გაიარა. "შავ-თეთრებში" მის მეორე გუნდში თამაშს განიხილავდნენ, თუმცა ვარჯიშებზე ნაჩვენები საიმედოობით პირველ გუნდში სათამაშო წუთების მიღების მშვენიერი შანსი გაუჩნდა. მოკლედ, ბორდალასი სერიოზული დილემის წინაშე დგას"...


მკითხველის კომენტარები / 15 /
მამარდაშვილი უკვე ახლავეა კარგი მეკარე და ყველა მონაცემი აქვს,ძალიან კარგი გახდეს.არც შრომა ეზარება და თუ დაინახა რომ შრომა უფასდება,მთებსაც გადადგავს.ასე რომ წარმატებები გიორგის და იქნებ ისე მოხდეს,რომ ჩემთვის ბარსელონას პირველობას წყალი შეუდგეს.ხუმრობა საქმე ხომ არ არის,ჩვენი ბიჭები,უკვე რამდენიმე კლუბში ვარჯიშობენ და თუ მათ ძირითადში დავინახავ,არ გავკარი ბარსელონას?მხოლოდ მესის ვუგულშემატკივრებ.
სოსო
18:45 16-07-2021
1
სააკაშვილის დროს რომ წასულიყო საქართველოს პრესტიჟი ისე იყო აწეული ბიტაძესაც, ამასაც და ყველა სხვა ლეგიონერს მუდმივად ათამაშებდნენ. ეხლა რუსეთის კოლონია ბგომივართ და ამიტომ არ ათამაშებენ. მიჰას დროს ქინქლაძეს, არველაძეებს, ჯამარაულს, ფაჩულიას, სტეფანიას სულ ათამაშებდნენ :))))))))
კონსტანტინე თავართქილაძე
18:33 16-07-2021
114
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული