ხვიჩამ ერთი "გააწითლა", მეორე "გააყვითლა", "რუბინი" კი ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
"პარიმატჩ პრემიერის" თასის უკანასკნელ, მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" მოსკოვის ოლქის ხიმკიში  "სოჭისთან" 1:3 დამარცხდა.

ხვიჩა კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტად აქტიურიც იყო:

- მე-6 წუთზე მეურვეს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა.
- მე-8 წუთზე ორ მცველს გასცდა, მესამეს შეეჯახა და წაიქცა. მან კოჭ-წვივი იტკინა, თუმცა მალე გააგრძელა თამაში.
- 24-ე წუთზე შორიდან ვერ უწია მიზანს.
- 25-ე წუთზე დანილ პროხინმა ხელით დაიჭირა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
- 43-ე წუთზე ორ მოწინააღმდეგეს დრიბლინგით აუარა გვერდი, საჯარიმოს ხაზიდან მის დარტყმულს
კი მეკარე დაეუფლა.
- 59-ე წუთზე იბრაჰიმ ცაგალოვს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და გააძევებინა.
- 62-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, ყაზანურმა გუნდმა პირველ ტურში "ხიმკის" 1:0 სძლია, მეორეში კი "სპარტაკთან" 0:4 განადგურდა.

24 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "რუბინი" "სპარტაკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არც ხვიჩაა კარგი და არც რუბინი.პირველი გოლი სოჭიმ კუთხურიდან გაიტანა,სადაც ჩემი აზრით,ხვიჩამ სათანადოდ არ იბრძოლა.ჩამოწოდებულ ბურთზე,სოჭის ფეხბურთელი ახტა,რომელსაც არავინ ეთამაშებოდა,ბურთი მას ასცდა და ხვიჩას შეეძლო ბურთის მოგერიება,მაგრამ მან ბურთთან შეხება შეგნებულად აიცდინა,თავი გადაღუნა,მის უკან კი,ისევ მეტოქე იდგა და მან გაიტანა კიდეც.რუბინს შეტევაში ძალიან უჭირს მომენტის შექმნა.
სოსო
19:21 17-07-2021
11
ხო, არ წახვიდე მაქედან, კარგ გუნდში ხარ
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული