Golden boy-2021 - კვარაცხელია 1-ელ ადგილს უახლოვდება

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ის მიერ ორგანიზებული Golden boy-2021-ის მეორე ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა და ახლა ის 37 684-დან 10 327 ხმას (27,5%) შეადგენს. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი მეორე ადგილს მყარად იკავებს და პირველობაც რეალური მოჩანს.

მეორე ეტაპის დაწყების პირველ დღეს კვარაცხელია ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველ პედრის საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამორჩებოდა, ახლა კი 18 წლის ფეხბურთელი 7 239 ხმით (19.2%) მესამეა. პირველ ადგილს კი ისევ "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დასტანოღლუ (13 471 ხმა, 35.7%) უკვე საკმაოდ მცირე უპირატესობით იკავებს.

შეგახსენებთ, ჯილდოს მფლობელის გამოვლენის
ბოლო ეტაპზე, საქმეში ავტორიტეტული სპორტული გამოცემების ჟურნალისტებიც ჩაერთვებიან.

კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ

altGolden boy 2021-ისთვის კვარაცხელიას ხმებმა ერთიორად იმატა

altკვარაცხელიას golden boy-ს მეორე ეტაპზე გულშემატკივართა მხარდაჭერა სჭირდება


მკითხველის კომენტარები / 6 /
კვარა ჩვენი იმედია რა თქმა უნდა მაგრამ პედრის ამ ეტაპზე ობიექტურად ვერ უნდა გადაასწროს, ტიპმა ევროპა რა დონეზე ჩაატარა.
გულშემატკივარი.
12:35 19-07-2021
18
იქნებ დაწეროს ვინმემ დაწვრილებითი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა.
საიტზე შევდივარ, კვარას გასწვრივ ვნიშნავ და სულ ესაა თუ კიდევ რამეა საჭირო?????????
Nino
22:46 19-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული