კვარაცხელიას golden boy-ს მეორე ეტაპზე გულშემატკივართა მხარდაჭერა სჭირდება

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებული Golden boy 2021-ის პირველი ეტაპი, როგორც მოსალოდნელი იყო, "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დასტანოღლუმ მოიგო (38%), ხვიჩა კვარაცხელიამ კი მეორე ადგილი (22.5 %) დაიკავა. ახლა ხმების ათვლა თავიდან დაიწყება - 105 ნომინანტისგან შემდგარი პირველი ეტაპის შედეგები გაუქმდა.

მეორე ეტაპზე 80 მონაწილე იქნება. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

20 865 ხმიდან "ბეშიქთაშის" კიპერი 49,3%-ით (10 293 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილს ამჟამად ესპანელი პედრი 6 546 (31.4%) ხმით იკავებს. არადა, პირველ ეტაპზე მისი ხმები მინიმალური იყო. ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაში
პედრის რეიტინგზეც აისახა.

ხვიჩა კვარაცხელიას, ამ ეტაპზე, 5,1% (1 055 ხმა) ხმა აქვს მოპოვებული და მას გულშემატკივართა გაააქტიურება სჭირდება. 

golden boy-ს საბოლოო ეტაპზე 40 ავტორიტეტული გამოცემის ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური ჩაერთვება. 

altგამარჯვება უკვე რეალურია - კვარაცხელია პირველადგილოსანს მიუახლოვდა!


altმხოლოდ ერთი მეტოქე კვარაცხელიაზე წინ - Golden boy 2021




მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვიჩას უკვე 7,4% აქვს.
სოსო
18:32 16-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული