თბილისელთა ახალწვეული ბოლოს ბელარუსულ "შახტიორში" გამოდიოდა, სადაც 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ნახევარმცველი "ლოკომოტივის" წევრი 2015- 17 წლებში იყო და ამ კლუბის მაისურით 11 გოლის ავტორი გახდა. ამის შემდეგ, დიასამიძემ "საბურთალოში" 2 სეზონი გაატარა, სადაც გუნდს 18 შედეგიანი დარტყმით დაეხმარა.
შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის 21 ტურის შემდეგ, "ლოკომოტივი" მე-5 საფეხურს იკავებს.
"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]