გულშემატკივართა სურვილი ახდა - "ანორთოსისის" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ანორთოსისის" სავარაუდო მეტოქე ცნობილია - თემურ ქეცბაიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის წყვილში,  ვენის "რაპიდსა" და პრაღის "სპარტას" შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ Anorthosis 24-მა კენჭისყრამდე გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მონაწილეთა 66%-მა სასურველ მეტოქედ სწორედ ხსენებული წყვილიდან უარესი დაასახელა. 

როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება, "ანორთოსისმა" 31 წლის სლოვენიელი ნახევარმცველი დენის პოპოვიჩი შეიძინა, რომელსაც საკმაოდ მრავალფეროვანი საკლუბო კარიერა აქვს და მშობლიური ქვეყნის გუნდების გარდა, საბერძნეთში, პოლონეთში, რუსეთში, შვეიცარიასა და ჩინეთში გამოდიოდა.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელებიდან ქეცბაიას განკარგულებაში მხოლოდ
მეკარე გიორგი ლორია დარჩა, თუმცა, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა გუნდს დაუბრუნდება და მომავალ სეზონს "ანორთოსისში" გაატარებს.

 

alt"ანორთოსისმა" გაიმარჯვა, გუნდში 8 ინფიცირებულია, კვიპროსი კი "წითელ ზონაში"




მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი რა ახდა ძაან ძლიერი შეხვდათ და ვერ გაცდებიან,კონფერეს ლიგას მიაწვება თემური...
გულშემატკივარი
21 ივლისი 2021 10:32
0
ორივე კლუბი ანორთოსისზე ბევრად ძლიერი კლუბია და რა ოცნება ახდა ფანების ვერ ვხვდები. შარშან იყო და ასევე ძლიერი მეტოქე შეხვდა შვეიცარიული ბაზელი!არ უმართლებს კენჭისყრაში აშკარად თემოს!
kaxa
20 ივლისი 2021 16:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული