"ხვიჩა საინტერესო ფეხბურთელია, თუმცა ძვირია. გერმანელები ხვიჩას სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ჩამოდიან, მოლაპარაკებებს კი მას შემდეგ დაიწყებენ, რაც გუნდს ერთ-ერთი ფორვარდი დატოვებს" - წერს Sky Sports-ის ჟურნალისტი მაქს ბიეფელდი საკუთარ "ტვიტერზე".
კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ასევე სხვა ტოპ-გუნდებიც იჩენენ, როგორებიც არიან "იუვენტუსი", "მილანი", "ატალანტა", "ბაიერნი", "სევილია", "აიაქსი" და "ლიდსი".
ხვიჩა "რუბინში" 2019 წელს "რუსთავიდან" გადავიდა, გასულ სეზონში კი საქართველოს ნაკრებისა და "თათრების" ლიდერმა 23 შეხვედრა გამართა და
თავი 4 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით