Golden boy-2021-ის გამოსავლენად tuttosport-ის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უახლოეს კონკურენტთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
ამრიგად, პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია ხმათა 44.8%-ით იკავებს (23656/ 52748)
მეორე ადგილზე "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დესტანოღლუ გახლავთ. თურქს საერთო ხმათა 25.9% აქვს (13678 / 52748).
ფავორიტებს ძალიან ჩამოშორდა ესპანელი პედრი, "ბარსელონას" ფეხბურთელს ხმათა 14.1% აქვს (7415/ 52748).
გულშემატკივრის არჩევნის შემდეგ, რომელიც რამდენიმე ეტაპის გავლას გულისხმობს, საქმეში წამყვანი სპორტული ჟურნალისტები ჩაერთვებიან.